გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის ტიპი:   პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური / III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  2, მათ შორის  არცერთი მოსწავლე არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
გაკვეთილის თემა:  შესაბამისობა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ შესაბამისობის მოძებნა/დადგენა  სხვადასხვა ნიშნით (ამ საფეხურზე საგანი-საგანი/საგანი-რიცხვი/ რიცხვი-რიცხვი)

·         მოსწავლეებს განუმტკიცდებათ:
      მონაცემების დახარისხების და შესაბამისობის უნარ-ჩვევები: შეძლებენ მონაცემების ამოწერას ამოცანიდან და  სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით შეავსებენ მოცემულ ცხრილს; ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის შეძლებენ იპოვონ მითითებული ელემენტის წინასახე (მაგ:  ცხრილისათვის, რომელიც გამოსახავს თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, პოულობს შესაბამისობას - ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო კონკრეტული შეფასება);

      შესაბამისობის უნარ-ჩვევები: შეეძლებათ  საგანთა და რიცხვთა მიმდევრობაში ან ჩამონათვალში მოძებნონ სხვადასხვა ნიშნით მსგავსი შესაბამისი საგანი-საგანი/საგანი-რიცხვი/ რიცხვი-რიცხვი.  შეძლებენ ორ სხვადასხვა ჩამონათვალს მოუძებნონ შესაბამისობა, ან ერთ ჩამონათვალში ან მიმდევრობაში მოძებნონ შესაბამისობა საგნი-საგანი/საგანი-რიცხვი/ რიცხვი-რიცხვი.

ამ გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შესაბამისობის დადგენა/მოძებნა პრობლემას წარმოადგენს არა მარტო დაწყებითი საფეხურის მოსწავლებში, არამედ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზეც. ამავე დროს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საკმაოდ დაბალია შეფასების მაჩვენებელი/ქულები ამ ტიპის დავალებებზე. ამიტომ სასურველია, აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება პირველ საფეხურზევე გამახვილდეს (პრობლემა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში გამოვლინდეს) და შესაბამისად, მუშაობა ამ მიმართულებით წარიმართოს.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. III.5. მოსწავლეს შეუძლია საგნებისა და ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) წარმოდგენა, შედარება და გამოკვლევა

ინდიკატორები

·       გამოყოფს მიმდევრობის პერიოდს (პერიოდის სიგრძე არ აღემატება სამ პოზიციას);
·       მოცემული მიმდევრობის მიხედვით ქმნის მსგავს მიმდევრობას სხვა ობიექტების გამოყენებით;
·       ერთმანეთს ადარებს რამდენიმე მიმდევრობას და გამოყოფს მსგავს მიმდევრობებს.

მათ. III.6. მოსწავლეს შეუძლია საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემული შესაბამისობის გავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა

ინდიკატორები

·       ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით განავრცობს მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს (მაგალითადმის ირგვლივ მდებარე საგნებისათვის მოცემული ასეთი შესაბამისობისათვის: ფურცელი თეთრი, ჩანთა ლურჯი, დაფა (?);
·       სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით ავსებს მოცემულ ცხრილს;
·       ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული ელემენტის წინასახეს (მაგალითადმოცემული ცხრილისათვის რომელიც გამოსახავს თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, .. შესაბამისობას: “მოსწავლე ნიშანი”, ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო 6).

შედეგად მოსწავლეებს:

-       ეცოდინებათ: მონაცემებს შორის შესაბამისობის დადგენა, რომ ძლაინ მნიშვნელოვანია შესაბამისობის ცოდნა;
-       გააზრებული ექნებათ, რომ შესაბამისობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს საგანი-საგანი/ საგანი-რიცხვი/ რიცხვი-რიცხვი/ რიცხვი -სიტყვა/საგანი -სიტყვა/სიტყვა-სიტყვა;
-       შეეძლებათ:  წარმოადგინონ შესაბამისობა სხვადასხვა სახით და პირიქით, თვითონ შექმან შესაბამისობის მაგალიტები სხვადასხვა კანონზომიერებების გათვლისწინებით





N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
      საორგანიზაციო საკითხების მოგვარება - 1 წთ.;
      მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების გაცნობა – 2 წთ.
ვერბალური
მთელი კლასი
პროექტორი,
პრეზენტაცია (საპრეზენტაიო ფაილის გამოყენებით)
3 წთ.
2
აქტივობა  - საშინაო დავალების შემოწმება
საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა, დავალება ირჩევა მთელ კლასთან ერთად. მასწავლებელი დადის კლასში ათვალიერებს მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს. ერთი მოსწავლე გამოდის დაფასთან და
ასრულებს საშინაო დავალების ერთ სავარჯიშოს. დანარჩენები ამოწმებენ საკუთარ ნამუშევრებს  
1)      შეასრულეთ შეკრება:  სულ რამდენი თეთრია


2) გამოთვალეთ a +18, თუ :
ა. a =200

ბ. a =17

3. გააგრძელეთ მიმდევრობა
0, 7,  14,21,.....

მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნამუშევრებს ვიყენებ განმავითარებელი შეფასებისა და მზაობის კონკრეტული დონის განსაზღვრისათვის. მოსწავლეთა სწორ პასუხებს ვაფიქსირებ ამ ფურცელზე. მოსწავლეები კი  ახორციელებენ პასუხების მონიშვნას: სწორ პასუხს უწერენ „+“-ს , არასწორს - „-„-ს. ისინი თავადვე ახდენენ საკუთარი ნამუშევრის შეფასებას (თვითშეფასება).


პრაქტიკული სამუშაო
მთელი კლასი




5 წთ.
3
აქტივობა  -  მოსწავლეებს ეძლევათ ფურცლებზე დავალებები - თაბახის ფურცელზე წარმოდგენილია ორი მწკრივი:
პირველი მწკრივში წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურები, ხოლო მეორე მწკრივში - მცენარეები. ორივე მწკრივში წარმოდგენილ საგნებში არის ერთი განსხვავებული საგანი, რომელიც მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ. მასწავლებელი ჯერ პირველი მწკრივის საგნებს ჩამოათვლევინებს მოსწავლეებს, შემდეგ ეკითხება, თუ რომელი საგანია ზედმეტი განსხვავებული სხვა საგნებისაგან პირველ მწკრივში? მოსწავლეები ამოიცნობენ და პასუხობენ განსხვავებულ საგანს (კარადა); შემდეგ ჩამოათვლევინებს მეორე მწკრივის საგნებს და კითხვაზე: მეორე მწკრივში რომელი საგანია ზედმეტი  ანუ განსხვავებული სხვა საგნებისაგან? მოსწავლეები პასუხობენ განსხვავებულ  საგანს (პური).
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა ქვიათ პირველი მწკრივის საგნებს გარდა განსხვავებული საგნისა? მოსწავლეები პასუხობენ გეომეტრიული ფიგურები. მასწავლებელი ეკითხება: რა ქვიათ მეორე მწკრივის საგნებს გარდა განსხვავებული საგნისა. მოსწავლეები პასუხობენ სპორტული ინვენტარი  (დანართი 1). თუ კითხვა დაისმება დაასახელეთ გეომეტრიული ფიგურა, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა მითითებული ფიგურა და დამატებით ის ფიგურებიც, რაც არ გვაქვს მითითებული, ე.ი. გეომეტრიული ფიგურები დასახელება აერთიანებს ბევრ ფიგურას. ე.ი. შესაძლლებელია თითოეული ფიგურის და გეომეტრიული ფიგურები დასახელების ერთმანეთის შესაბამისობა. მსგავასად შეგვიძლია ვიმსჯელოთ სპორტულ ინვენტარზეც.
ვერბალური, პრაქტიკული
მთელი კლასი
-   თვალსაჩინოება - თაბახის ფურცელზე წარმოდგენილი მწკრივები;
     თვალსაჩინოება - დანართი 1
8 წთ.
4
აქტივობა - შესაბამისობის წარმოდგენა
დაფაზე თვალსაჩინოდ ვუჩვენებ მომზადებულ სადემონსტრაციო ფურცელს, სადაც წარმოდგენილია ამოცანა შესაბამისობაზე. მოსწავლეები რიგ-რიგობით გამოდიან დაფასთან და მოძებნიან  ამოცანის პირობის მიხედვით შესაბამის სიდიდეებს და აერთებენ ხაზით. მოსწავლეებს გავაცნობ ამოცანის პირობას „ნინომ სუპერმარკეტში იყიდა შემდეგი დასახელების ბოსტნეული და ხილი: ხახვი 3 კგ., კარტოფილი 8 კგ., პომიდორი 4 კგ., კიტრი 4 კგ., ბადრიჯანი 3 კგ., ვაშლი 5 კგ., მსხალი 7 კგ.“  და ვეუბნები:  ამოცანის პირობის თანახმად, ვიცით, ნინომ რა იყიდა მაღაზიაში
-   რამდენი კილოგრამი ბადრიჯანი იყიდა ნინომ? (პასუხი 3)
-   4კგ. რა იყიდა ნინომ?  (პასუხი: პომიდორი და კიტრი)
-   რამდენი კილოგრამი ვაშლი იყიდა ნინომ? (პასუხი 5 კგ.)
-   5 კგ. მხოლოდ ვაშლი იყიდა ნინომ თუ სხვა ხილი ან ბისტნეული? (პასუხი მხოლოდ ვაშლი)
-   რომელი ბოსტნეული იყიდა ნინომ 3 კილოგრამი? (პასუხი ხახვი და ბადრიჯანი)
და ა.შ. 
მოსწავლეები აერთებენ ფლიბჩარტზე მოცემულ ოვალებში  ხილ-ბოსტნეულის დასახელებებს და კილოგრამებს ერთმანეთთან (დანართი 2).

განხორციელდება შესაბამისობის დადგენა  კილოგრამებსა და ხილ-ბოსტნეულს შორის. 
კითხვა-პასუხი,
პრაქტიკულ-ვარჯიშობითი
მთელი კლასი
სადემონსტრაციო ფურცელი, მარკერები,

შესაბამისი თვალსაჩინოებები - ილუსტაციები:
     თვალსაჩინოება - დანართი 2
6 წთ.
5
აქტივობა - შესაბამისობის წარმოდგენა, სქემის,  რიცხვითი ღერძის, სვეტოვანი დიაგრამის  დახმარებით

მოსწავლეებს ეძლევათ დანართი 3, სადაც წარმოდგენილია სქემა რომელიც ამოცანის პირობის მიხედვით უნდა შეავსონ. ვკითხულობ ამოცანის პირობას და ვაკეთებინებ შესბამის ჩანაწერებს სქემაში
ამოცანა:  ნიკო დილით ადგა 8:00-ზე, ისაუზმა 8:25-ზე, სკოლაში გაკვეტილები დასრულდა 14:10-ზე, ნიკო დადის მუსიკაზე, მუსიკის მეცადინოება დაიწყო 16:15-ზე და გაგრძელდა ერთი საათი. ნიკომ საშინაო დავალების შესრულება დაიწყო 19:05-ზე. ნიკო დასაძინებლად დაწვა 21:30-ზე.  
მოსწავლეები ნიკოს ქმედებებსა და საათებს შორის მოძებნიან შესაბამისობას (დანართი 3 (3.1, 3.2) - წარმოდგენილი ფლიფჩარტზე)

მოსწავლეები ადგენენ სქემის მონაცემებს შორის შესაბამისობას; ორივე მოსწავლე  წყვილში მუშაობის გზით წარმოადგენს  ამოცანის შესაბამისობას ნახატის მიხედვით; საათები წარმოადგენილი რიცხვების სახით და შესაბმისად აღნიშვნულია საათზე (დანართი 3.1)

მოსწავლეებმა რიცხვითი ღერძზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი ამოცანაში მოცემული შესაბამისობა:

ამოცანა: მათემატიკურ ვიქტორინაში  მონაწილე მოსწავლეებმა შემდეგი შედეგით დაასრულეს მონაწილეობა: ნინომ 17 ქულა, ეკამ 19 ქულა, ელენემ 22 ქულა, თაკომ  18 ქულა, მარიამმა 22 ქულა, ცოტნემ 19 ქულა, ხოლო გიორგიმ 24 ქულა. რიცხვით ღერძზე წარმოადგინეთ ეს ინფორმაცია.
მოსწავლეები აღნიშვნების გაკეთების შემდეგ დაასკვნიან, რომ ერთიდაიგივე ქულა შეიძლება შეესაბამებოდეს ორ ან რამდენიმე მონაწილეს.
მოსწავლთა შესრულებულ დავალებას ვაფასებთ მწვანე და წითელი ბარათების დახმარებით (მწვანე ბარათი - პასუხი სწორია, წითელი - არასწორია).
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს დახმარებას ვუწევთ და განვუმარტავთ უზუსტობის/ხარვეზის შესახებ.
პრაქტიკული სამუშაო - „სწავლა კეთებით“
მთელი კლასი
სადემონსტრაციო ფურცელი - რიცხვითი ღერძი

     თვალსაჩინოება - დანართი 3 -(დანართი 3.1, დანართი 3.2)  - წარმოდგენილი ფლიფჩარტზე


შუქნიშნის ფერები: წითელი, ყვითელი, მწვანე - წარმოდგენილი ბარათებზე
6 წთ.
6
აქტივობა - მუშაობა ბუკებში (ნეთბუქებში)
ინდივიდუალური მუშაობა (ვორდის ფაილი1)
მოსწავლეები შესაბამისობის თემაზე ბუკებში შეარულებენ დავალებას წარმოდგენილს ვორდის ფაილში (ელექტრონული რესურსი 1)    
გახსნიან ვორდის ფაილს და წამოდგენილ ვიზუალურ ინფორმაციას (გრაფიკულ ობიექტებს) ცხრილში შესაბამის სვეტებში ჩასვამენ; მოსწავლეებს ეძლევათ   ინსტრუქცია: მოახდინეთ კონკრეტული სტრიქონის ჩამონათვალში წარმოდგენილი საგნებიდან რომელი  არღვევს კანონზომიერებას (ანუ არ უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამის სტრიქონში. 
მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს და დაკვირვების შედეგებს აფიქსირებს   დაკვირვების ცხრილში. მასწავლებელი მიმართვას წერილობით უკუკავშირს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთი მოსწავლე ახდენს დავალების შესახებ პრეზენტაციას, მეორე მოსწავლე თანაკლასელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ადარებს საკუთარ ნამუშევარს.
პრაქტიკული სამუშაო „სწავლა კეთებით“
ინდივიდუალური
ბუკები (ნეთბუქები),
ელექტრონული რესურსი 1,   
უკუკავშირის მზა შაბლონები

6 წთ.
7
აქტივობა - მუშაობა ბუკებში (ნეთბუქებში) მუშაობა წყვილებში (ვორდის ფაილი 2)
მოსწავლეებს ბუკში ჩაწერილი აქვთ ვორდის ფაილი, სადაც არის ორი ფოტო, ფოტოების ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელსაც აქვს ორი სვეტი; თოთოეულ სვეტს აწერია ფოტოს სახელი (ელექტრონული რესურსი 2) .
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წარმოდგენილი სურათების მიხედვით შეავსონ ცხრილის ორივე სვეტი - ამოწერონ ფოტოებზე წარმოდგენილი საგნები, შექმნან შესაბამისობა.  მოსწავლეები მუშაობენ წყვილში.
მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს და დაკვირვების შედეგებს აფიქსირებს   დაკვირვების ცხრილში.
პრაქტიკული მუშაობა
წყვილი
ბუკები (ნეთბუქები),
ელექტრონული რესურსი 2,   
უკუკავშირის მზა შაბლონები;

 8 წთ.
8
აქტივობა - შეჯამება-შეფასება- საშინაო დავალების მიცემა - 3 წთ.
       ვახდენთ გაკვეთილის შეჯამებას; გავითვალისწინებთ გაკვეთილის დაგეგმვის, მომზადებისა და წარმართვის საფეხურებს;
გავაანალიზებ გაკვეთილის დასახულ მიზანსა და შედეგს, ვიმსჯელებთ მიღწეულ შედეგებზე.
       ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას; განმავითარებელი შეფასებისას ვიყენებ მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილსა და შეფასების რუბრიკას;
       ვაძლევ საშინაო დავალებას და შესრულების ინსტრუქციებს.
მთელი კლასი
·      შეფასების სქემა;
·      სააღრიცხვო ცხრილი;
·      ბუკები;
·      III კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო გ. ბერიშვილი, ბ. სულაკაური ავტორობით, თბ., 2018.
 3 წთ.
9
სარეზერვო აქტივობა - ზეპირად შესაბამისობის დადგენა (დანართი 4)
წინასწარ მომზადებულ ვორდის ფაილში წარმოდგენილია ინფორმაცია სასკოლო საგნების და  ნივთების შესახებ ვიზუალურად და სიტყვიერად,   მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ შესაბამისობა - საგნისა და სიტყვის ურთიერთშესაბამისობა;  მაგალითად, წარმოდგენილია სურათის სახით წიგნი და სიტყვიერად წერია ფურცელი. იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ფურცილსაგან შედგება, შესაბამისობა იქნება: წიგნი - ფურცელი და ა.შ;
ყოველი შესაბამისობის დადგენის დროს მოსწავლეები იმსჯელებენ, ახსნიან თუ რატომ ფიქრობენ ასე.
ამ გზით მოსწავლეებს განუვითარდებათ  საგნებს შორის აზრობრივი შესაბამისობის დამყარების უნარი, რაც დაეხმარება მათ ზოგადი უნარების განვითარებაში/ ჩამოყალიბებაში.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ბუკები,
სადემონსტრაციო ფურცელი, მარკერი
     თვალსაჩინოება - დანართი 4
2-3 წთ.





შეფასება:

მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის მიხედვით. გამოვიყენებ დაკვირვების ცხრილს.


დაკვირვების ცხრილი
##
გვარი, სახელი
წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის ნახატსა რიცხვით ღერძს, ნახატსა და სიტყვას, სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორის.
წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის ნახატსა და სიტყვას, სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორის, ხარვეზებით წარმოადგენს შესაბამისობის  ნახატსა რიცხვით ღერძს შორის
წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორის, უჭირს  შესაბამისობის წარმოდგენა ნახატსა რიცხვით ღერძს, ნახატსა და სიტყვას შორის
1
2







ნიშანთა სისტემა:
 „+“ - წარმატებით გაართვა თავი; „ – „  - საჭიროებს მასწავლებლის დახმარებით დამატებით მეცადინეობას,  „?“ - საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.








შეფასების ზოგადი სქემა:


კომპონენტის დონის აღწერა
შეფასება
სხარტად და ზუსტად წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის ნახატსა რიცხვით ღერძს, ნახატსა და სიტყვას, სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორის.
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი

ხარვეზებით წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის ნახატსა რიცხვით ღერძს, ნახატსა და სიტყვას, სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორ-ის.
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის
შეფერხებით და შეცდომებით წარმოადგენს შესაბამისობას შესაბამის ნახატსა რიცხვით ღერძს, ნახატსა და სიტყვას, სიტყვასა და რიცხვს, ნახატსა და რიცხვს შორის.
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას ამავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით

ამ კომპონენტების მიხედვით (დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი  და შეფასების ზოგადი სქემა) გაკვეთილის ბოლოს გამოიკვეთება, თუ რომელმა  მოსწავლემ  იმუშავა წარმატებით,  ვინ საჭიროებდა დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას შესაბამის საკითხებზე უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის და საჭიროებდა დამატებით მეცადინეობას მასწავლებელთან ერთად სირთულის/სირთულეების დასაძლევად.






გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ხვიჩა ბებია
გაკვეთილის ტიპი:   გამჭოლი კომპეტენცია (სემიოტიკური და ციფრული წიგნიერების განვითარება)
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური / II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 3 მოსწავლე, მათ შორის, არცერთი მოსწავლე არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
გაკვეთილის თემა:  სვეტოვანი დიაგრამა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ მონაცემების ორგანიზება სხვადასხვა ნიშნით და შემდეგ მონაცემების მიხედვით სვეტოვანი დიაგრამის წარმოდგენა, შეძლებს ერთმანეთთან დააკავშიროს რიცხვები და რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები.
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ მონაცემების დახარისხების  უნარ-ჩვევები: შეეძლებათ მონაცემების ამოწერა ამოცანიდან და   ავსებს მოცემულ ცხრილს; ცხრილის საშუალებით აგებს დიაგრამას.

ამ გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ  არა მარტო დაწყებითი საფეხურის, არამედ  საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ მონაცემების ორგანიზება და მისი ვიზუალური წარმოდგენა, ასევე ვიზუალური ინფორმაციის გაანალიზება. გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ:
·      სემიოტიკური კომპეტენციაშეძლებენ ვერბალური და არავერბალური (ცხრილის, დიაგრამის, სქემის და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებასა და ინტეპრეტირებას; სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენას.

·      ციფრული წიგნიერება, დონე I, მიღწევადია II კლასის ბოლოს:

 

-       1.3. გააცნობიერებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოებაზე

-       2. ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება - აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული მოწყობილობის დანიშნულებას და ახდენს მათი უსაფრთხოდ გამოყენების დემონსტრირებას;

-       3. ახალი პროდუქტის შექმნა - 3.1. აყალიბებს იდეებს და ამუშავებს გეგმებს.

 


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია  თვისებრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
Ø  ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);
Ø  ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან.

მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
Ø  მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში (მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
Ø  ერთი კლასის ობიექტთა შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.

მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს 10 მონაცემისა) მონაცემთა საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს  მონაცემთა უმარტივეს (ორსვეტიან ან ორსტრიქონიან) ცხრილს.

 


მოსწავლეებს:

      ეცოდინებათ: მონაცემების ორგანიზება ცხრილის სახით და შემდეგ სვეტოვან დიაგრამის აგება;
      გააზრებული ექნებათ, რომ სვეტოვანი დიაგრამის ასაგებად ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს რიცხვითი; 
      შეეძლებათ:  წარმოადგინონ მონაცემები თვალსაჩინოდ, სვეტოვანი დიაგრამის სახით და გააკეთონ მონაცემების ანალიზი.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
-       საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
-       მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების გაცნობა.
ვერბალური
მთელი კლასი
პროექტორი,
პრეზენტაცია (საპრეზენტაიო ფაილის გამოყენებით)
2 წთ.
2
საშინაო დავალების განხილვა -
აქტივობა 1 - საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა, დავალება ირჩევა მთელ კლასთან ერთად. მასწავლებელი წარმოადგენს ფლიბჩატზე წარმოდგენილ საშინაო დავალებას შესრულებულს, გარკვეული ხარვეზებით, მოსწავლეები ადარებენ თავინთ შერულებულ დავალებას, აღმოაჩენენ ხარვეზებს და განმარტავენ, თუ რატომ არის არასწორი და ჩანაწერებში შეაქვთ შესწორება.

მათ მიერ შესრულებულ ნამუშევრებს ვიყენებ განმავითარებელი შეფასებისა და მზაობის კონკრეტული დონის განსაზღვრისათვის. მოსწავლეთა სწორ პასუხებს ვაფიქსირებ  ფლიბჩარტზე შესაბამისი ხარვეზის გასწვრივ, თითოეული მოსწავლე თავის პასუხს აფიქსირებს განსხვავებული ფერის ფურცლით (წებოვანი) და აკარავენ შესაბამის ხარვეზზე.  მოსწავლეები თავადვე ახდენენ საკუთარი ნამუშევრის შეფასებას თავიანთი ბარათების მიხედვით.


პრაქტიკული სამუშაო
მთელი კლასი




5 წთ.
3
აქტივობა 2. გამოწვევა

ინდივიდუალური მუშაობა (ვორდის ფაილი1)

მოსწავლეებს ჩაწერილი  აქვთ ბუკებში დავალება ვორდის ფაილში. გახსნიან ვორდის ფაილს, და წამოდგენილ დავალებას ასრულებენ

ორივე დავალება ეხება თუ როგორ მოახდინოს მონაცემების ორგანიზებას ცხრილში

ამოცანა1: მიმდევრობაში კანონზომიერების დაცვით დაამატეთ შემდეგი 10 ელემენტი. დამატების შემდგ ამოწერეთ ცხრილის შესაბამისი სტრიქონის დასახელებაში რაოდენობები.

ამოცანა2:  წარმოდგენილ მიმდევრობაში სმაილი გამოსახეთ 2 ლარიანით, ისარი - 1 ლარიანით, სამკუთხედი - 50 თეთრიანით, გული - 20 თეთრიანით, ხოლო წრე - 10 თეთრიანით. წარმოვადგინოთ მიმდევრობა და დაითვალეთ რამდენი 2 ლარიანი, რამდენი 1 ლარიანი, რამდენი 50 თეთრიანი, რამდენი 20 თეთრიანი და რამდენი 10 თეთრიანი. მონაცემები შეიტანეთ ცხრილში.
ბოლოს დავითვალოთ სულ რამდენი თანხაა გამოსახული ამ მიმდევრობით?
მასწავლებელი ჯერ პირველი ამოცანის შესრულებას ადევნებს თავალს, ეხმარება საჭიროების შემთხვევაში. მოსწავლეები ავსებენ ცხრილს ამოცანის მონაცემების მიხედვით.

მეორე ამოცანის შესრულებისას მასწავლებელი ეუბნება რომ შესაძლებელია მონაცემების გამოსახვა სხვა გამომსახველობითი საშუალებით, როგორც  ჩვენს შემთხვევაში  ფულის კუპიურებით, ან ნახატებით და ა.შ. მოსწავლეები მუშობენ ცხრილში მონაცემების გადატანაზე და პრობლემის შემთხვევაში მასწავლებლისგან იღებენ საჭირო ინსტრუქციას.  საბოლოოდ ითვლიან თანხას ამოცანის პირობიდან გამომდინარე.
პრაქტიკულ-ვარჯიშობითი.
ინდივიდუალური მუშაობა
მთელი კლასი
ბუკები (ნეთბუქები),
ელექტრონული რესურსი 1,   
უკუკავშირის  მზა შაბლონები
4 წთ.
4
აქტივობა 3. სვეტოვანი დიაგრამის აგება - შინაარსის რეალიზება
დიაგრამები ინფორმაციის ვიზუალური წარმოდგენისა და ანალიზისთვის ძალიან გავრცელებული საშუალებაა. ისინი საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ონაცემები წარმოვადგინოთ თვალსაჩინოთ, არამედ  თვალსაჩინოდ შევადარეოთ რაიმე სიდიდები ერთმანეთს, ან რომელიმე სიდიდის ცვლილების დინამიკა. არსებობს სხვადასხვა სახის  დიაგრამა, ჩვენ განვიხილოთ სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც დიაგრამის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის გამოსახავს მონაცემებს სხვადასხვა ინტერვალით, რომელიც ასახულია ერთ-ერთ ღერძზე, მეორე ღერძზე კი რაოდენობრივი მაჩვენებელია გამოსახული. ამავე დროს, სვეტოვანი დიაგრამები იძლევა შედარების საშუალებასაც. არის სვეტოვანი დიაგრამების ორი ფორმა: ვერტიკალური სვეტოვანი დიაგრამა და ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა. ვერტიკალურ სვეტოვან დიაგრამავიყენებთ მაშინ, როცა გვსურს რამდენიმე მონაცემის ერთმანეთისთვის შედარება. სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ მონაცემებ  წარმოვადგინოთ ზრდადობით ან კლებადობით იმის გათვალისწინებით, თუ რისი ჩვენება გვინდა დიაგრამით. 
ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა
ვერტიკალური სვეტოვანი დიაგრამის მსგავსია, თუმცა მისი გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ბევრი მონაცემების ერთმანეთთან შედარება გსურთ.
დაფაზე თვალსაჩინოდ ვაკრავ მომზადებულ სადემონსტრაციო ფურცელს, სადაც წარმოდგენილია ვერტიკალური სვეტოვანი დიაგრამა და ჰორიზონტალური სვეტოვანი დიაგრამა

ამოცანა: წლის განმავლობაში მანჩესტერ იუნაითედს ქონდა 23 მოგება, ბარსელონას 25, ლივერპულს 20, იუვენტუსს 17, მიუნხენის ბაიერნს 15. სვეტოვანი და ჰორიზონტალური დიაგრამის სახით გამოვსახოთ ეს მონაცემები. (დანართი 2)

ყურადღებას ვამახვილებინებ იმ  საკითხზე, რომ ერთ-ერთ ღერძზე წარმოადგენილია მონაცემები, მეორე ღერძზე კი რაოდენობრივი მაჩვენებელია გამოსახული.
მოსწავლეებს ვუკითხავ ამოცანის პირობას კიდევ ერთხელ,  ორივე დიაგრამა ერთიდაიგივე მონაცემებზეა აგებული და ორივე თვალსაჩინოდ გამოსახავს  ამოცანის მონაცემებს. ასეთი სახით მონაცემების წარმოდგენა საშუალებას გვაძლევს თვალსაჩინოდ დავინახოთ და შევადაროთ მონაცემები ერთმანეთს.
მინი ლექცია,
პრაქტიკული სამუშაო
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
სადემონსტრაციო ფურცელი, მარკერი
10 წთ.
5
რეფლექსია -
აქტივობა 4. მონაცემების წარმოდგენა, სვეტოვანი დიაგრამის  დახმარებით

მოსწავლეებს ეძლევათ სამუშაო დანართი 3 - წარმოდგენილი ფლიფჩარტზე, სადაც წარმოდგენილია ცხრილი, რომელიც ამოცანის პირობის მიხედვით უნდა შეავსონ. ვკითხულობ ამოცანის პირობას და ვაკეთებინებ შესაბამის ჩანაწერებს ცხრილში.
ამოცანა:  სასკოლო ნივთების შესყიდვის შემდეგ ნინოს დარჩა 30 თეთრი, ნიკას 45 თეთრი, გიგას 65 თეთრი, ელენეს 40 თეთრი
ცოტნეს  15 თეთრი.  საჭიროა მათი თანხა შევავსოთ 1 ლარამდე. რამდენი თანხის და რა კუპიურებით (მონეტებით) შეიძლება შევავსოთ თითოეულის თანხა 1 ლარამდე.
მოსწავლეები ამოცანის პირობის თანახმად მონაცემებს ამოწერენ ცხრილში და ნიმუშის მიხედვით წარმოადგენენ ცალკეული პიროვნებისათვის,  რომელსაც ვაზუსტებთ  ერთად და თითოეული პიროვნებსათვის ვაგებთ სვეტოვან დიაგრამას.  (ეძლევათ სამუსაო ფურცელი, რომელზედაც უნდა ააგონ დიაგრამა)


ამოცანა:  სუპერმარკეთ “მაგნოლიას“ მარკეტინგისმენეჯერმა დაიანგარიშა იანვარ, თებერვალ, მარტში გაყიდული საქონელი.
იანვარში გაიყიდა სარეცხის მანქანა 32 ცალი, ელექტროგამათბობელი 17ცალი, ტელევიზორი 24 ცალი და ტელეფრონი 14 ცალი,  თებერვალში გაიყიდა სარეცხის მანქანა 3-ით ნაკლები ვიდრე იანვარში, ელექტროგამათბობელი 14ცალი, ტელევიზორი 22 ცალი და ტელეფრონი 17, მარტში გაიყიდა სარეცხის მანქანა 23 ცალი, ელექტროგამათბობელი თებერვალში გაყიდულზე 6-ით მეტი,  ტელევიზორი იანვარში გაყიდულზე 4-ით ნაკლები და ტელეფრონი 20 ცალი. დაიანგარიშეთ სულ რამდენია გაყიდული საქონელი დასახელებების მიხედვით და შესაბამისად გააკეთეთ აღნიშვნები სვეტოვან დიაგრამაზე.



მოსწავლეები ამოცანის პირობის თანახმად მონაცემებს ამოწერენ ცხრილში თვეების მიხედვით,  რომელსაც ვაზუსტებთ  ერთად და თითოეული თვეში რამდენია გაყიდული საქონელი და ვაგებთ სვეტოვან დიაგრამას. შემდეგ აჯამებენ და სამივე თვის განვალობაში პოულობენ თითოეული გაყიდული საქონელის რაოდენობას ვაგებთ სვეტოვან დიაგრამას.  (ეძლევათ სამუსაო ფურცელი, რომელზედაც უნდა ააგონ დიაგრამა)

Ø  მოსწავლეები სწავლის მიზნებიდან გამომდინარე, შეძლებენ თვისებრივი მონაცემების შეგროვებას მისი უშუალო გარემოცვის შესახებ, შეძლებენ თვისებრივი მონაცემების მოწესრიგებას და მონაცემთა ინტერპრეტაციას - ახასიათებს მონაცემთა სიას ამოცანის პირობის თანახმად, აღწერენ და განმარტავენ  მონაცემთა ცხრილს, შეძლებენ სვეტოვან დიაგრამაზე წარმოდგენილი ინფორმაციის წაკითხვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გაკვეთილის დაგეგმვის დროს გავითვალისწინებ, რომ მოსწავლეებს მივცე დავალებების  არჩევანის საშუალება. მოსწავლეებს მივცემ 2 ამოცანას და ვთხოვ აირჩიონ ერთი. მოსწავლეები  არჩევანის შემთხვევაში დავალებას ასრულებენ ხალისით; არჩევანის საშუალება მოსწავლეებს საკუთარ ძალებში რწმენას მატებს, ეხმარება მათ თავიანთი შესაძლებლობების შეფასებაში, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და განაპირობებს სწავლის ერთგვარ მოტივაციას. 

ასევე, გაკვეთილის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მოსწავლეების პროგრესს. ამდენად, მოსწავლეთა მუშაობის პროცესში მივალთ თითოეულ მოსწავლესთან და გადავამოწმებთ, გასაგებია თუ არა დავალება ცალკეული მოსწავლისთვის. მომდევნო აქტივობებზე გადასვლამდე, ამ აქტივობის   დასრულების შემდეგ ვაზუსტებთ აქტივობის ეფექტიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავალთ მომდევნო აქტივობაზე. ინდივიდუალურად მივცემთ მითითებებს, გავაკეთებთ კომენტარებს მთელი კლასისთვის მომდევნო აქტივობების გასაუმჯობესებლად.

პრაქტიკული სამუშაო - „სწავლა კეთებით“
მთელი კლასი
სადემონსტრაციო ფურცელი - რიცხვითი ღერძი,

ფლიფჩარტი,
შუქნიშნის ფერები: წითელი, ყვითელი, მწვანე
8 წთ.
6
აქტივობა 5 - ინდივიდუალური მუშაობა (დანართი 4 - წარმოდგენილი ფლიფჩარტზე)
მოსწავლეებს ეძლევათ სამუშაო დანართი 4 - წარმოდგენილი ფლიფჩარტზე, სადაც მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. პარალელურად ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას, შედეგებს ვაფიქსირებ დაკვირვების ცხრილში, ვიყენებ წერილობით უკუკავშირს.

ამოცანა: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ინტელექტუალურ  ვიქტორინაში  მონაწილე გუნდებმა შემდეგი შედეგი აჩვენეს: მართვე 30 ქულა, ლელო 27 ქულა, სხივი 15 ქულა, მნათობი  22 ქულა, მებრძოლები 23 ქულა, მხედარი 22 ქულა, სვეტოვანი დიაგრამის სახით  წარმოადგინეთ ეს ინფორმაცია.
აღნიშნვების გაკეთების შემდეგ ასკვნიან, რომ ერთიდაიგივე ქულა შეიძლება შეესაბამებოდეს ორ ან რამდენიმე მონაწილე გუნდს.

„აბა, შეამოწმე“ - მიმართვით მოსწავლეეები შეამოწმებენ თანაკლასელების (ერთმანეთის) დაწერილ სავარჯიშოს. სწორ პასუხებს მასწავლებელი უკითხავს. მოსწავლეები მასწავლებლის მიერ წაკითხულ პასუხებს ადარებენ დაწერილს, აანალიზებენ, თუ რამდენად სწორად არის შესრულებული ნამუშევარი.
პრაქტიკული სამუშაო „სწავლა კეთებით“
ინდივიდუალური
ბუკები (ნეთბუქები),
უკუკავშირის მზა შაბლონები

7 წთ.
7
აქტივობა 6 - მუშაობა ჯგუფში (ვორდის ფაილი 2)
მოსწავლეებს ბუკში ჩაწერილი აქვთ ვორდის ფაილი, ამოცანა:  მაღაზიაში კვირის განმავლობაში გაიყიდა დღეების მიხედვით კოკა-კოლას შემდეგი რაოდენობა: ორშაბათი - 30 ცალი, სამშაბათი - 18 ცალი, ოთხშაბათი - 36 ცალი, ხუთშაბათი - 23 ცალი, პარასკევი - 40 ცალი, შაბათი - 31 ცალი, კვირა - 24 ცალი.
გთხოვთ ცხრილში შეავსეთ გაყიდული კოკა-კოლის რაოდენობა დღეების მიხედვით და შემდეგ დაინაგარიშეთ შესაბამისი აღნიშვნის მიხედვით. ააგეთ კვირის დღეების და აღნიშვნის შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა.
ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას და
ვავსებ დაკვირვების ფურცელს.

მოსწავლეები ჯგუფში გააკათებენ მოკლე ჩანაწერებს -  ფურცელზე დაწერენ ჯგუფური მუშაობის შესახებ, თუ რას მიაღწიეს, რას – ვერა, რა შედეგები აქვთ, რა უშლით ხელთ ჯგუფურ მუშაობაში, ელექტრონულ სწავლებაში და ა.შ.
პრაქტიკული მუშაობა
წყვილი
ბუკები (ნეთბუქები),
ელექტრონული რესურსი 2,   
უკუკავშირის მზა შაბლონები
 6 წთ.
8
აქტივობა - შეჯამება-შეფასება- საშინაო დავალების მიცემა - 3 წთ.
       ვახდენთ გაკვეთილის შეჯამებას; გავითვალისწინებთ გაკვეთილის დაგეგმვის, მომზადებისა და წარმართვის საფეხურებს;
გავაანალიზებ გაკვეთილის დასახულ მიზანსა და შედეგს, ვიმსჯელებთ მიღწეულ შედეგებზე.
       ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას; განმავითარებელი შეფასებისას ვიყენებ მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილსა და შეფასების რუბრიკას;
       ვაძლევ საშინაო დავალებას და შესრულების ინსტრუქციებს.
ვერბალური, ახსნითი
მთელი კლასი
შეფასების სქემა;

სააღრიცხვო ცხრილი;
II კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო გ. ბერიშვილი, ბ. სულაკაური ავტორობით, თბ., 2018. ასევე მოსწავლის სამუშო რვეული
ბუკები.
 3 წთ.




ხელმოწერა:  ხვიჩა ბებია
თარიღი: 






დაკვირვების ცხრილი
N1
N
მოსწავლის
გვარი, სახელი
ამოცანიდან ახდენს მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენას, ცხრილიდან არჩევს მონაცემებს ასრულებს საჭირო გამოთვლებს, დიაგრამის მიხევით პასუხობს დასმულ შეკითხვებს, დიაგრამის მონაცემებს იყენებს გამოთვლებისათვის
ხარვეზებით ახდენს ამოცანიდან  მონაცემების  ცხრილის სახით წარმოდგენას, ცხრილიდან  მონაცემების შერჩევისას და  საჭირო გამოთვლების შესრულებისას, დიაგრამის მიხედვით პასუხობს დასმულ შეკითხვებს, დიაგრამის მონაცემების გამოთვლებში გამოყენებისას უშვებს უზუსტობებს 
ხშირად უშვებს შეცდომებს  ამოცანიდან  მონაცემების  ცხრილის სახით წარმოდგენისას, ცხრილიდან  მონაცემების შერჩევისა და  საჭირო გამოთვლების შესრულებისას, დიაგრამის მიხედვით არსწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, დიაგრამის მონაცემებს გამოთვლებში ვერ იყენებს 
1
2

3





ნიშანთა სისტემა:
 „+“ - წარმატებით გაართვა თავი; „ – „  - საჭიროებს მასწავლებლის დახმარებით დამატებით მეცადინეობას,  „?“ - საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.


შეფასების ზოგადი სქემა:

   
კომპონენტის დონის აღწერა
შეფასება
სხარტად და ზუსტად წარმოადგენს მონაცემებს ცხრილის სახით, შეუძლია აღნიშვნის შესაბამისად მონაცემების წარმოდგენა და შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამის წარმოადგენა
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი

ხარვეზებით წარმოადგენს მონაცემებს ცხრილის სახით, შეუძლია აღნიშვნის შესაბამისად მონაცემების წარმოდგენა და შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამის სახით გამოსახვა
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის

შეფერხებით და შეცდომებით წარმოადგენს მონაცემებს ცხრილის სახით, შეუძლია აღნიშვნის შესაბამისად მონაცემების წარმოდგენა და შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამის სახით გამოსახვა
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას ამავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით


ამ კომპონენტების მიხედვით (დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი  და შეფასების ზოგადი სქემა) დაკვირვების შედეგად გაკვეთილის ბოლოს გამოიკვეთება, თუ რომელმა  მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი სასწავლო მასალას,  ვინ საჭიროებდა დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას შესაბამის საკითხებზე უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის და ვინ საჭიროებს დამატებით მეცადინეობას მასწავლებელთან ერთად.

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები


ჯგუფის წევრის მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე კარგად აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას ჯგუფში



მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ფუნქციას ჯგუფში



მოსწავლე საუბრობს კონსტრუქციულადსაკითხი სირგვლივ



მოსწავლე ყურადღებით უსმენს სხვებს



მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის  აღიარება და აზრის გამოხატვა კორექტულად



მოსწავლეს შეუძლია კომპრომისზე წასვლა ჯგუფის ინტერესებისათვის



მოსწავლე სამუშაოს ასრულებს დროულად და ხარისხიანად






ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ჯგუფი
მოსწავლეები
 (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I - ჯგუფი
(სამეული)




მოსწავლის თვითშეფასება

N
კრიტერიუმები     
კი
არა
მეგობრის დახმარებით
1.
მონაცემების ორგანიზებას ვახდენდი დამოუკიდებლად
2.
ცხრილის სახით წარმოდეგნილი მონაცემების შესაბამის დიაგრამას ვაგებდი
3.
საჭირო გამოთვლებს ვასრულებდი
4.
სამუშაო შევასრულე როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში
5.
ამოცანაში აღნიშვნების შესაბამისი გამოთვლები შეევასრულე და შევძელი დიაგრამის აგება

მასწავლებლის თვითშეფასება


N
კრიტერიუმები     
კი
არა
ნაწილობრივ
1.
გაკვეთილის მიზანი და გასავითარებელი უნარ-ჩვევები გასაგები, კონკრეტული და რეალური იყო
2.
სასურველი შედეგის მიღწევაში მეხმარებოდა დაგეგმილი აქტივობები
3.
მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებდა  გამოყენებული რესურსები
4.
კლასის ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5.
ყველა მოსწავლის მიმართ ვიყავი ყურადღებიანი
6.
დრო სწორად მქონდა განაწილებული, ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები
7.
გაკვეთილზე მოსწავლეებს ვაძლევ არჩევანის საშუალებას, რაც მათ საკუთარ ძალებში რწმენას მატებს, ეხმარება მათ თავიანთი შესაძლებლობების შეფასებაში, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და განაპირობებს სწავლის ერთგვარ მოტივაციას




განვახორციელე მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი





Комментариев нет:

Отправить комментарий